Microsoft Dynamics AX-ის ევოლუცია

Microsoft Dynamics AX-ის ევოლუცია

გლობალური ERP ბაზარი იზრდება. Fortune Business Insights-ის მონაცემებით, 2024 წელს მან 81.1 მილიარდ დოლარს მიაღწია, ხოლო 2032 წლისთვის მოსალოდნელია მისი 229.8 მილიარდ დოლარამდე ზრდა. ეს დინამიკა განპირობებულია ბიზნესის მოთხოვნით გამჭვირვალე, მასშტაბირებადი და მოქნილი გადაწყვეტილებების მიმართ, რომლებიც კომპანიებს საშუალებას აძლევს მართონ პროცესები ერთიან გარემოში.

Microsoft-ის სტრატეგიის ერთ-ერთი ძირითადი ტრანსფორმაციული იდეა არის განახლებების კონცეფცია, როგორც სისტემური

Microsoft-ის სტრატეგიის ერთ-ერთი ძირითადი ტრანსფორმაციული იდეა არის განახლებების კონცეფცია, როგორც სისტემური გადააზრება. ეს მხოლოდ ტექნიკურ პროდუქტის განახლებებს არ გულისხმობს — იგი მოიცავს აზროვნების რესტარტს, ინოვაციისადმი მიდგომების გადახედვას და მომხმარებლებთან ურთიერთობის ახალი გზების ჩამოყალიბებას. ამ ფილოსოფიამ შექმნა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ERP სისტემის ევოლუცია – ადგილობრივი გადაწყვეტილებიდან Axapta (მოგვიანებით Microsoft Dynamics AX) ღრუბლოვან სერვისზე დაფუძნებულ პროდუქტამდე Microsoft Dynamics 365 Finance and Operations Applications.

ამავდროულად, Microsoft Dynamics AX კვლავ გამოიყენება გარკვეული კომპანიების მიერ, თუმცა ახალი ERP მოთხოვნების ფონზე მისი აქტუალობა თანდათან კლებულობს. დღეს Microsoft-ის ფოკუსი მიმართულია მის მემკვიდრე პროდუქტზე — ღრუბლოვან Dynamics 365 Finance and Operations Applications-ზე, რომელიც მოიცავს რეგულარულ განახლებებს, გაფართოებულ ფუნქციონალს და ციფრული ტრანსფორმაციისთვის საჭირო ინსტრუმენტებს. კომპანიებისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ Dynamics AX-ს იყენებენ, გადასვლა შესაძლებელია ეტაპობრივად — ბიზნესლოგიკის, ინტეგრაციების და პროცესების შენარჩუნებით.

ასე რომ, თუ თქვენ:

  • ეძებთ ინფორმაციას Dynamics AX ან Axapta-ს შესახებ,
  • მუშაობთ AX 2009 / AX 2012-ში,
  • გსურთ შეაფასოთ Microsoft Dynamics 365 Finance and Operations Applications-ზე განახლების შესაძლებლობა,

გთავაზობთ, უფრო ახლოს გაეცნოთ სისტემებს შორის არსებულ ძირითად განსხვავებებს, Microsoft-ის ERP პროდუქტის ევოლუციის ისტორიასა და ლოგიკას, ასევე თანამედროვე პლატფორმაზე გადასვლის პრაქტიკულ უპირატესობებს.

Axapta ERP სისტემის ევოლუციის ქრონოლოგია

Axapta-ს ისტორია 1983 წლით თარიღდება, როდესაც ძმებმა პრებენ და ერიკ დამგაარდებმა შექმნეს Damgaard Data A/S (მოგვიანებით Damgaard A/S) კომპიუტერული ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების მიზნით. 1986 წელს მათ გამოუშვეს Concord Finance (მოგვიანებით C4), ხოლო 1991 წელს – ბიზნეს აპლიკაცია Concord XAL, რომელიც სწრაფად გახდა სტანდარტული ბუღალტრული პროგრამული უზრუნველყოფა და ფართოდ გავრცელდა სხვა რამდენიმე ბაზარზე.

1998 წელს, განხორციელდა Concord XAL რებრენდინგი Axapta-ს სახელით, რაც სისტემის საერთაშორისო გაფართოების ახალი ეტაპის დასაწყისს ნიშნავდა.

Axapta თავიდანვე მოიცავდა ჩაშენებულ განვითარების გარემოს – MorphX – და მხარს უჭერდა პროგრამირების ენას X++, რაც პარტნიორებსა და მომხმარებლებს საშუალებას აძლევდა შეეცვალათ ბიზნეს ლოგიკა, დაემატებინათ ახალი ფუნქციონალი და ინტეგრირებულიყვნენ გარე გადაწყვეტილებებთან სისტემის ბირთვში ღრმა ჩარევის გარეშე. ამან მნიშვნელოვნად შეამცირა პერსონალიზაციის ღირებულება და შესაძლებელი გახადა ERP სისტემის ადაპტაცია კონკრეტული ინდუსტრიის ან შიდა ბიზნეს მოთხოვნებთან.

2000 წელს Damgaard შეიძინა კიდევ ერთმა დანიელმა ERP დეველოპერმა — Navision A/S-მა.

ორი წლის შემდეგ, 2002 წელს, Microsoft-მა ERP ბაზარზე შესვლის გადაწყვეტილება მიიღო და ერთდროულად შეიძინა Navision A/S თავისი სისტემებით — Navision Axapta და Navision Attain — ასევე კომპანია Great Plains, რომელმაც შექმნა Great Plains და Solomon.

შემდგომი განახლებებიდან აღსანიშნავია Microsoft Business Solutions–Axapta 3.0 (2002 წელი), რომელსაც მოჰყვა Microsoft Dynamics AX 4.0 (2006 წელი).

შემდეგი ვერსიები — AX 2009 და AX 2012 —სისტემის გლობალური პოპულარობისთვის საწარმოო, სერვისებისა და დისტრიბუციის სექტორებში საფუძველი გახდა. განსაკუთრებით გამორჩეული იყო AX 2012, რომელიც უზრუნველყოფდა კომპლექსური ორგანიზაციული სტრუქტურების მხარდაჭერას, ათეულობით ქვეყნის ლოკალიზაციებს და გაუმჯობესებულ ინტეგრაციას სხვა Microsoft-ის ბიზნეს პროდუქტებთან.

2016 წელს Microsoft-მა წარმოადგინა AX 7, რომელიც სისტემის ახალი არქიტექტურისკენ გადადგმული ნაბიჯი იყო — standalone desktop გადაწყვეტილების ნაცვლად, ის გახდა ღრუბლოვანი პლატფორმა, რომლის განახლებაც ვებ ბრაუზერის საშუალებით ხდებოდა. ეს ეტაპი გახდა 2017 წელს Dynamics 365 for Finance and Operations-ის გაშვების საფუძველი. ამ დროიდან პროდუქტი გაერთიანდა Microsoft Dynamics 365-ის ერთიან ღრუბლოვან ეკოსისტემაში, სადაც ERP და CRM ფუნქციონალი ერთიანადაა წარმოდგენილი.

Axapta ეტაპობრივად გადაიქცა ადგილობრივი ERP სისტემიდან მოქნილ ღრუბლოვან გადაწყვეტულებად.

Microsoft Dynanics AX/Microsoft D365FO ERP-ის ძირითადი მახასიათებლები და შესაძლებლობები მისი განვითარების სხვადასხვა ეტაპზე

Microsoft Business Solutions — Axapta 3.0 (2002)

Microsoft Business Solutions — Axapta 3.0-ის 2002 წლის გამოშვებამ არაერთი მნიშვნელოვანი გაუმჯობესება მოიტანა. განსაკუთრებით აღსანიშნავია Axapta Enterprise Portal პლატფორმა, რომელმაც ორგანიზაციებს საშუალება მისცა, პირდაპირ სისტემიდან გაეშვათ პერსონალიზებული ვებპორტალები.

ამ ინოვაციამ საწარმოებს საშუალება მისცა, უსაფრთხოდ დაეკავშირებინათ პარტნიორები, მომხმარებლები და თანამშრომლები Axapta-სთან — მათ შორის, ვინც ადრე ოფლაინ რეჟიმში მუშაობდა. მომხმარებლებს შეეძლოთ ანგარიშების ნახვა, პროექტის საათების რეგისტრაცია, ფორუმებში მონაწილეობა და დოკუმენტების გაცვლა ერთიან გარემოში.

განახლებამ ასევე გააუმჯობესა კომპანიებს შორის თანამშრომლობა და ვაჭრობის ავტომატიზაციის შესაძლებლობები ერთიან ეკოსისტემაში. Axapta 3.0 მხარს უჭერდა მრავალ ენასა და ვალუტას და ხელმისაწვდომი იყო 17 ქვეყანაში.

Microsoft Dynamics AX 4.0 (2006)

Microsoft Dynamics-ის პროდუქტების ოჯახში ინტეგრაციის შემდეგ, 2006 წელს გამოვიდა Microsoft Dynamics AX 4.0 — ადაპტური, გლობალური ბიზნესის მართვის გადაწყვეტილება. სისტემა გამოყენებადობის თვალსაზრისით მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯად იქცა: მან წარმოადგინა ახალი ინტერფეისი, რომელიც Microsoft-ის სხვა პროდუქტებს ჰგავდა, და გააფართოვა ინტეგრაციის შესაძლებლობები ვებ სერვისების საშუალებით.

AX 4.0 მხარს უჭერდა მონაცემთა გაცვლას სხვა სისტემებთან და დანერგა როლებზე დაფუძნებული ფუნქციონალი, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლები მხოლოდ კომპანიაში მათი როლის ან ფუნქციის შესაბამის მოდულებსა და მოქმედებებს ხედავდნენ. ამან გაამარტივა ნავიგაცია, შეამცირა შეცდომების რისკი და დააჩქარა ახალი თანამშრომლების ადაპტაცია. გარდა ამისა, RSS არხების დანერგვამ მომხმარებლებს საშუალება მისცა მიეღოთ რეალურ დროში შეტყობინებები სისტემაში მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ — მაგალითად, შეკვეთების დამტკიცების, დოკუმენტების სტატუსის ცვლილებების ან ახალი დავალებების დანიშვნის შესახებ.

ახალ ვერსიაში ასევე დამატებულია ინსტრუმენტები მიწოდების ჯაჭვის მართვის ავტომატიზაციისთვის RFID ტექნოლოგიის გამოყენებით, რამაც შესაძლებელი გახადა პროდუქციის გადაადგილების უფრო ზოსტი მონიტორინგი და ლოჯისტიკური პროცესების დაჩქარება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო წარმოების სერვისების მართვას — სისტემამ დანერგა ფუნქციები, რომლებიც კომპანიებს ეხმარებოდა მომსახურების ოპერაციების ორგანიზებასა და სუბკონტრაქტული სამუშაოების მართვაში.

სერვისზე ორიენტირებულმა არქიტექტურამ საწარმოებს გაუადვილა სისტემის მასშტაბირება და მისი პერსონალურ საჭიროებებზე მორგება.

Microsoft Dynamics AX 2009 (2008)

AX 2009-ის რელიზი კონცენტრირებული იყო გეოგრაფიულად განაწილებული სტრუქტურების მქონე კომპანიების საჭიროებებზე. ამ ვერსიამ წარმოადგინა მრავალსაიტიანი მხარდაჭერა, დაგეგმვისა და ანალიტიკის ინსტრუმენტები და ინტეგრაცია Microsoft PerformancePoint Server-თან — კორპორატიული დაგეგმვის, შესრულების მონიტორინგისა და ბიზნეს ანალიტიკის გადაწყვეტილებასთან, რაც უფრო ზუსტ პროგნოზირების საშუალებას იძლეოდა.

სისტემამ შესაძლებელი გახადა მომხმარებლის ინტერფეისების მორგება თანამშრომლების კონკრეტული როლებზე, ხოლო ახალმა რეპორტინგის შესაძლებლობებმა გააუმჯობესა გადაწყვეტილების მიღების სიჩქარე. AX 2009-მა ასევე უზრუნველყო ბუღალტრული აღრიცხვის, დაბეგვრისა და მარეგულირებელი ანგარიშგების ადგილობრივი და გლობალური მოთხოვნების დაცვა ლოკალიზებული ფუნქციებისა და ჩაშენებული სამუშაო პროცესებით.

Microsoft Dynamics AX 2012 (2011)

AX 2012-ის რელიზი წარმოადგენდა მრავალფუნქციურ ERP პროდუქტს, რომელიც შექმნილი იყო საშუალო და მსხვილი კომპანიებისთვის.

სტანდარტული ფინანსური ინსტრუმენტების გარდა, სისტემა მოიცავდა მოდულებს მიწოდების ჯაჭვის მართვის, წარმოების, მომსახურების, ადამიანური რესურსების, აქტივების მართვისა და ხარისხის კონტროლისთვის.

პლატფორმა მხარს უჭერდა როგორც ადგილობრივ გადატანას, ასევე ღრუბლოვან წვდომას და ლოკალიზებული იყო 30-ზე მეტ ქვეყანაში და 25 ენაზე. AX 2012-მა ასევე შესთავაზა ინდუსტრიის სპეციფიკური შაბლონები მწარმოებლებისთვის, დისტრიბუტორებისთვის, საინჟინრო ფირმებისა და სამრეწველო კომპანიებისთვის.

Microsoft Dynamics AX 7 (2016)

2016 წელს Microsoft-მა წარმოადგინა თავისი ERP სისტემის სრულიად გადამუშავებული ვერსია, სახელწოდებით AX 7 — ოფიციალურად უბრალოდ Dynamics AX-ის ბრენდით. ძირითადი ცვლილებები ინტერფეისისა და ტექნოლოგიური პლატფორმის დონეზე განხორციელდა. სისტემა ხელმისაწვდომი გახდა მხოლოდ ვებ ბრაუზერის საშუალებით, HTML5 კლიენტით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მომხმარებლებს შეეძლოთ ERP-თან მუშაობა პირდაპირ ბრაუზერში, ლოკალური პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაციის გარეშე, რაც ამარტივებდა წვდომას და ამცირებდა IT მხარდაჭერის საჭიროებას. ასევე განხორციელდა სიღრიმესული ინტეგრაცია Microsoft Azure-ის ღრუბლოვან ინფრასტრუქტურასთან, რამაც უზრუნველყო რესურსების მოქნილი მასშტაბირება სამუშაო დატვირთვის მიხედვით — მაგალითად, პიკური აქტივობის პერიოდებში, ახალი ფუნქციების გაშვებისას ან მომხმარებელთა რაოდენობის ზრდასთან ერთად – შესაძლებლი გახდა სტაბილური მუშაობა ხელით ჩარევის ან ლოკალური IT ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი განახლებების გარეშე.

დეველოპმენტის ინსტრუმენტების გადატანა Visual Studio გარემოში განხორციელდა — პროფესიონალურ პლატფორმაზე დეველოპერებისთვის, რომელიც გთავაზობთ ძლიერ შესაძლებლობებს სისტემის ფუნქციონალის გაფართოებისა და პერსონალიზაციისთვის. AX 7 ასევე ხაზს უსვამდა ავტომატიზაციას ERP-ის მთელი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში — განლაგებიდან მუშაობის მართვამდე — Lifecycle Services (LCS) მეშვეობით, რომელიც დიაგნოსტიკის, განახლებების, გარემოს მონიტორინგისა და პროცესების ოპტიმიზაციის ინსტრუმენტების კომპლექტს წარმოადგენს.

Microsoft Dynamics AX-დან Dynamics 365 Finance and Operations აპლიკაციებზე მიგრაცია

2016 წლის ოქტომბერში პროდუქტს სახელი შეეცვალა და Microsoft Dynamics 365 for Operations დაერქვა, ხოლო 2017 წლის ივლისისთვის პლატფორმამ ახალი სახელი მიიღო – Dynamics 365 for Finance and Operations. ეს იყო ერთიან Dynamics 365 ღრუბლოვან ეკოსისტემაზე გადასვლის ნაწილი, რომელიც აერთიანებს როგორც ERP, ასევე CRM ფუნქციონალს. პროდუქტი შეიქმნა ციფრული ტრანსფორმაციის გათვალისწინებით, რომელიც მხარს უჭერს თანამედროვე გამოყენების სცენარებს, როგორიცაა ვებ და მობილური წვდომა, ფინანსების ავტომატიზაცია, ლოჯისტიკა, შესყიდვები და წარმოება, ასევე სრული ინტეგრაცია Power Platform-თან, Office 365-თან, Azure AI-თან და Microsoft-ის სხვა სერვისებთან. როლებზე დაფუძნებული სამუშაო სივრცეებით, რეალურ დროში ბიზნეს ანალიტიკით და ჩაშენებული ხელოვნური ინტელექტით, კომპანიებს შეუძლიათ გაზარდონ ეფექტურობა და დააჩქარონ გადაწყვეტილების მიღება.

დროთა განმავლობაში, გადაწყვეტილება რესტრუქტურიზდა ცალკეულ აპლიკაციებად. SMART business-ში ჩვენ ვიყენებთ სახელწოდებას Microsoft Dynamics 365 Finance and Operations Applications, რათა ხაზი გავუსვათ იმას, რომ ეს არ არის ერთიანი მონოლითური პროდუქტი, არამედ სპეციალიზებული გადაწყვეტილებების კომპლექტი ბიზნესის სხვადასხვა სფეროსთვის.

დღეს, ფინანსური და ოპერაციული აპლიკაციები მოიცავს შემდეგ გადაწყვეტილებებს ძირითადი ბიზნეს პროცესების სამართავად:

  • Dynamics 365 Finance — ფინანსური მენეჯმენტისთვის, ბიუჯეტირებისა და რეპორტინგისთვის,
  • Dynamics 365 Supply Chain Management — მიწოდების ჯაჭვების, წარმოებისა და საწყობის ლოჯისტიკის ოპტიმიზაციისთვის,
  • Dynamics 365 Commerce —საცალო ვაჭრობის, ელექტრონული კომერციისა და მრავალარხიანი მომსახურებისთვის,
  • Dynamics 365 Human Resources — ადამიანური რესურსების მართვის, კადრების განვითარებისა და ადამიანური რესურსების ანალიტიკისთვის.

ეს მიდგომა საშუალებას აძლევს ბიზნესებს თანდათანობით გააფართოვონ მასშტაბები, დანერგონ მხოლოდ ის მოდულები, რომლებიც საჭიროა კონკრეტულ ეტაპზე.

არქიტექტურული განსხვავებები Dynamics 365 Finance and Operations-ის აპლიკაციებსა და მის წინამორბედ Dynamics AX-ს შორის

თუ თქვენი ორგანიზაცია კვლავ იყენებს Dynamics AX-ს, აუცილებელია გაიგოთ ძირითადი არქიტექტურული განსხვავებები, რომლებიც საშუალებას აძლევს თქვენს კომპანიას მაქსიმალურად გამოიყენოს ახალი სისტემის შესაძლებლობები.

გადაწყვეტილების ვერსიაMicrosoft Dynamics AXMicrosoft Dynamics 365 Finance and Operations Applications
არქიტექტურაOn-premises (ლოკალური),ღრუბლოვანი სისტემის ჰოსტინგი, SaaS ფუნქციონალის გარეშეღრუბლოვან სისტემაზე დაფუძნებული (SaaS), ჰიბრიდული გადატანის არჩევით
განახლებებიმანუალი, რომელიც მოითხოვს IT გუნდის ჩართულობასMicrosoft-ის რეგულარული ავტომატური განახლებები (წელიწადში 4 ძირითად ვერსიამდე)
უსაფრთხოებადამოკიდებულია მომხმარებლის ინფრასტრუქტურაზეჩაშენებული Azure-ის უსაფრთხოება და გლობალურ სტანდარტებთან შესაბამისობა
ინტერფეისიკლასიკური Windows კლიენტიბრაუზერზე დაფუძნებული ვებ ინტერფეისი მობილური მხარდაჭერით
ანალიტიკაშეზღუდული ანგარიშგება, საჭიროა გარე BI გადაწყვეტილებებიინტეგრირებულია Power BI-თან, ჩაშენებული ანალიტიკით რეალურ დროში
პერსონალიზაციაMorpX-ისა და X++-ის საშუალებითVia Visual Studio + low-code პლატფორმებით (Power Apps, Power Automate)
ხელოვნური ინტელექტიარ არის ხელმისაწვდომიჩაშენებული ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები, ინტეგრაცია Copilot-თან
ინტეგრაცია Microsoft 365-თანნაწილობრივიღრმა ინტეგრაცია (Excel, Outlook, Teams, OneDrive, Planner და ა.შ.)
ლოკალიზაციაადგილობრივი მოთხოვნების შეზღუდული მხარდაჭერა — პროდუქტის ქვეყნისთვის ადაპტირება მოითხოვდა
პერსონალიზებულ ცვლილებებს ან ახალი ვერსიის მოლოდინს საჭირო ფუნქციონალით
მოქნილი, კონფიგურირებადი ლოკალიზაცია. მხარს უჭერს გლობალურ და ლოკალურ მოთხოვნებს ელექტრონული
ანგარიშგების, გლობალიზაციის სტუდიის და პარტნიორების ლოკალიზაციის საშუალებით; რეგულარული განახლებები
კონკრეტული რეგიონებისთვის.
მხარდაჭერადასრულდა (AX 2009 / 2012 — მხარდაჭერა შეწყვეტილია)რეგულარული განახლებები, Microsoft-ის მხარდაჭერა
მასშტაბირებადამოკიდებულია შიდა ინფრასტრუქტურაზეავტომატური ღრუბლოვანი მასშტაბირება Azure-ის მეშვეობით
ბიზნეს ფოკუსისაშუალო და მსხვილი ბიზნესებისაშუალო და მსხვილი ბიზნესები, მათ შორის მწარმოებლები, დისტრიბუტორები, მომსახურების
კომპანიები და ჰოლდინგები რთული სტრუქტურებითა და პროცესებით

Dynamics AX კვლავ ხელმისაწვდომია ახალი იმპლემენტაციებისთვის?

აბსტრაქტული ციფრული გამოსახულება ღრუბლითა და ტექსტით: Microsoft Dynamics 365 Finance and Operations Applications

ამჟამად, Microsoft Dynamics AX ახალი იმპლემენტაციებისთვის მიუწვდომელია. Microsoft-მა ოფიციალურად შეწყვიტა AX-ის ყველა ვერსიის მხარდაჭერა, მათ შორის AX 2009 და AX 2012. პროდუქტის გამოშვება შეწყდა და უსაფრთხოების განახლებები ან ტექნიკური მხარდაჭერა აღარ არის უზრუნველყოფილი. შედეგად, Dynamics AX-ის ნულიდან ინსტალაცია ან ახალი ლიცენზიების შეძენა შეუძლებელია. Microsoft-მა სრულად გადაიტანა განვითარების ფოკუსი ღრუბლოვან სისტემაზე დაფუძნებულ Dynamics 365 Finance and Operations Applications-ზე, რომელიც ცვლის AX-ს და წარმოადგენს ერთიანი Dynamics 365 ეკოსისტემის ნაწილს.

კომპანიები, რომლებიც კვლავ იყენებენ AX-ს?

არსებული კლიენტებისთვის, რომლებმაც ადრე დანერგეს Dynamics AX, SMART business სთავაზობს მხარდამჭერ სერვისებს. ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს არსებული სისტემების გამართულ ფუნქციონირებას, ადაპტირებას ბიზნესში მიმდინარე ცვლილებებთან და სტაბილური მუშაობის შენარჩუნებას.

ამავდროულად, SMART business სრულ მხარდაჭერას უწევს Dynamics AX-დან Microsoft Dynamics 365 Finance and Operations Applications-ზე მიგრაციას, მიუხედავად იმისა, Axapta-ს რომელი ვერსიაა გამოყენებაში. მიგრაციის პროცესი მიმდინარეობს Microsoft-ის ოფიციალური ინსტრუმენტებისა და მიდგომების გამოყენებით, რათა:

  • შეაფასოთ პერსონალიზაციის დონე და პოტენციური რისკები,
  • შეიმუშავოთ ეტაპობრივი გადასვლის გეგმა,
  • მინიმუმამდე დაიყვანოთ შეფერხების დრო და შეინარჩუნეთ კრიტიკული ბიზნეს ლოგიკა.

AX-დან Dynamics 365-ზე გადასვლა ბიზნესის მენეჯმენტის მოდერნიზების, მუდმივად განახლებად პლატფორმაზე გადასვლისა და მიმდინარე მოთხოვნების შესაბამისად მასშტაბირების შესაძლებლობას იძლევა.

გსურთ განიხილოთ AX-ის მხარდაჭერის სერვისები ან შესაძლო მიგრაცია? დაგეგმეთ კონსულტაცია:

კონსულტაციის მოთხოვნა

შეჯამება

თანამედროვე ERP მოთხოვნები მნიშვნელოვნად შეიცვალა: მოქნილობა, ღრუბლოვანი არქიტექტურა, სხვა სერვისებთან ინტეგრაცია და უწყვეტი განახლებები ახალი სტანდარტია. ასეთ დინამიკურ გარემოში Microsoft განაგრძობს ინოვაციებზე ფოკუსირებას, ხოლო Dynamics AX-დან Dynamics 365 Finance and Operations Applications-ზე გადასვლა არა მხოლოდ პროდუქტის ევოლუციის ნაბიჯია — ეს არის სტრატეგიული ნახტომი ბიზნესის მართვის მიმართულებით.

კომპანიებისთვის, რომლებიც კვლავ Dynamics AX-ს იყენებენ, ეს საკითხი სტრატეგიულ ხედვას ეხება. ძველი სისტემები თანდათან კარგავენ აქტუალობას — როგორც მხარდაჭერის, უსაფრთხოების, ისე ფუნქციონალური შეზღუდვების თვალსაზრისით. ამასთანავე, იზრდება რისკები: პროგრამული უზრუნველყოფის ხარჯების ზრდიდან დაწყებული, რეგულაციებთან შესაბამისობის სირთულეებით დამთავრებული.

მეორეს მხრივ, Microsoft Dynamics 365 Finance and Operations Applications-ზე განახლება არ ნიშნავს პროცესების ნულიდან დაწყებას. SMART business-ის გამოცდილებით, ანალიტიკური ინსტრუმენტებითა და მზა მიგრაციის სცენარებით, კომპანიებს შეუძლიათ შეინარჩუნონ ბიზნესლოგიკა, დაიცვან მონაცემები და მინიმუმამდე დაიყვანონ პროცესების შეფერხება. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია — მათ ეძლევათ წვდომა ავტომატიზაციის შესაძლებლობებზე, რომლებიც ადრე ხელმისაწვდომი არ იყო.

ის ფაქტი, რომ Dynamics AX აღარ არის ხელმისაწვდომი, მოქმედების დაწყების ნიშანია. ახლა საუკეთესო დროა, ERP სისტემა აიყვანოთ ახალ დონეზე, სანამ იგი ჯერ კიდევ სტაბილურად მუშაობს, რათა თქვენს კომპანიას მიეცეს შესაძლებლობა, დაგეგმოს ზრდა გადაუდებელი ვადებისა და მოულოდნელი შეფერხებების ზეწოლის გარეშე.

კონსულტაციის მოთხოვნა

ხშირად დასმული კითხვები

Axapta-ს რა ვერსიები არსებობს?

1998 წელს პროდუქტს Concord XAL გადაერქვა Axapta. Microsoft-ის მიერ მისი შეძენის შემდეგ სისტემა გახდა Microsoft Business Solutions–Axapta, ხოლო 2006 წლიდან Microsoft Dynamics AX ეწოდება. შემდგომ ვერსიებს შორის იყო Dynamics AX 4.0 (2006), AX 2009, AX 2012 და AX 7 (2016) — ბოლო ვერსია, რომელიც ღრუბელლოვან სისტემაზე დაფუძნებულ Microsoft Dynamics 365 Finance and Operations Applications-ზე გადასვლას წარმოადგენდა.

რა არის Microsoft Dynamics AX?

Microsoft Dynamics AX (Axapta) არის ERP სისტემა საშუალო და მსხვილ კომპანიებში ფინანსების, წარმოების, ლოჯისტიკის და სხვა ბიზნეს პროცესების სამართავად. თანამედროვე ღრუბლოვანი პლატფორმა, Dynamics 365 Finance and Operations Applications, AX-ის საფუძველზე შეიქმნა.

რა არის Microsoft Dynamics AX-ის უახლესი on-premise ვერსია?

Microsoft Dynamics AX-ის ბოლო ლოკალური ვერსიაა AX 2012 R3. ამის შემდეგ, Microsoft-მა ERP-ის დეველოპმენტი ღრუბლოვან სისტემაში გადაიტანა. თუმცა, იმ კომპანიებს, რომლებსაც ლოკალური გადატანა სჭირდებათ, Microsoft Dynamics 365 Finance and Operations Applications-ის on-premise ვერსია ხელმისაწვდომი იქნება 2025 წლის ოქტომბრამდე.

რა უარყოფითი მხარეები აქვს Microsoft Dynamics AX ERP-ს?

სისტემას სჭირდება საკუთარი ინფრასტრუქტურა, რაც გულისხმობს დამატებით ხარჯებს როგორც ტექნიკაზე, ისე სისტემის მოვლასა და ადმინისტრირებაზე. მას აქვს შეზღუდული ინტეგრაცია თანამედროვე Microsoft-ის სერვისებთან და აღარ იღებს ოფიციალურ მხარდაჭერას, რაც ზრდის ბიზნესის სტაბილურობისა და უსაფრთხოების რისკებს.

სტაბილური და უსაფრთხო მუშაობის უზრუნველსაყოფად რეკომენდებულია გადასვლა ახალ პროდუქტზე — Microsoft Dynamics 365 Finance and Operations Applications-ზე.

ვინ იყენებს დღეს Microsoft Dynamics AX-ს?

Microsoft Dynamics AX არის ERP სისტემა, რომელსაც იყენებენ სხვადასხვა ინდუსტრიის, ზომისა და ქვეყნის კომპანიები, რომლებმაც სისტემა დანერგეს Microsoft Dynamics 365 Finance and Operations Applications-ის გამოშვებამდე.

რა ძირითადი განსხვავებაა Dynamics AX-სა და Microsoft Dynamics 365 Finance and Operations Applications-ს შორის?

მთავარი განსხვავება Microsoft Dynamics 365 Finance and Operations Applications-ის ღრუბლოვან არქიტექტურაშია, რომელიც უზრუნველყოფს მოქნილ მასშტაბირებას და რეგულარულ, ავტომატურ განახლებებს, ადგილობრივი სერვერების საჭიროების გარეშე.

გარდა ამისა, Dynamics 365 სთავაზობს ღრმა ინტეგრაციას Microsoft-ის თანამედროვე სერვისებთან — Office 365, Power Platform, Azure AI, რაც ქმნის ფართო შესაძლებლობებს ავტომატიზაციისთვის, ანალიტიკისთვის და ბიზნესის ეფექტურობის ზრდისთვის.

რა განსხვავებაა Dynamics AX-სა (ახლანდელი Dynamics 365 Finance and Operations Applications) და Dynamics NAV-ს (Dynamics 365 Business Central) შორის?

Dynamics AX (ახლანდელი Dynamics 365 Finance and Operations Applications) შექმნილია უფრო რთული ბიზნეს პროცესებისა და მაღალი ტრანზაქციების მოცულობის მქონე კომპანიებისთვის. ის მოიცავს წარმოების, ლოჯისტიკისა და ადამიანური რესურსების მართვის მოწინავე მოდულებს. Dynamics NAV (ახლანდელი Dynamics 365 Business Central) უფრო მეტად შეეფერება მცირე და საშუალო ბიზნესებს, რომლებსაც უფრო მარტივი პროცესები და უფრო დაბალი ოპერაციული მასშტაბი აქვთ.

Dynamics AX ისევ ხელმისაწვდომია?

არა, Microsoft-მა შეწყვიტა Dynamics AX-ის გაყიდვები და მხარდაჭერა — ეს ERP სისტემა აღარ არის ხელმისაწვდომი ახალი დანერგვებისთვის. კომპანიებს რეკომენდებულია, გადავიდნენ თანამედროვე, ღრუბლოვან გადაწყვეტილებაზე — Microsoft Dynamics 365 Finance and Operations Applications.

რა მოხდება, თუ კომპანიას სურს Dynamics AX-ის შენარჩუნება, მაგრამ მისი ფუნქციონალის გაფართოება?

კომპანიებს შეუძლიათ გააფართოვონ ფუნქციონალი არსებული Dynamics AX ინსტრუმენტების გამოყენებით ან შეიძინონ ინდივიდუალური მოდულები Microsoft Dynamics 365 Finance and Operations Applications-დან და ინტეგრირება გაუწიონ მათ AX-თან. SMART business მზადაა უზრუნველყოს პროფესიონალური მხარდაჭერა და კონსულტაცია მთელი ამ პროცესის განმავლობაში.

კონსულტაციის მოთხოვნა

mail